ეკონომიკური ლიბერალიზმი

ეკონომიკური ლიბერალიზმი
• გილპინი ეკონომიკურ ლიბერალიზმს უწოდებს იმ პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც ემსახურებიან ეკონომიკური ზრდის და ინდივიდუალური კეთილდღეობის ორგანიზაციას და მენეჯმენტს. ეს მიმდინარეობა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ თუ მივუშვებთ, საბაზრო ეკონომიკა თავისივე წესების მიხედვით, სპონტანურად განვითარდება. მერკანტილისტებისგან განსხვავებით, ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები ცენტრალურ აქტორებად აღიარებენ ინდივიდებს, რომლებიც არიან მომხმარებლები, ან მიმწოდებლები. შესაბამიად, ეკონომიკური გაცვლები ბაზრის გამოყენებით არის დადებით ჯამოვანი, ნულოვან ჯამოვანის საპირისპიროდ, რომლის შედეგად ყველა იგებს უფრო მეტს ვიდრე გასცემს, მზარდი ეფექტურობის წყალობით.
• კრიტიკა სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის კონტროლის საწინააღმდეგოდ. ეკონომიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლები უარყოფენ თეორიებს, რომლებიც ეკონომიკას პოლიტიკას უქვემდებარებენ. ამ თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ადამ სმიტს სწამდა, რომ ბაზრები ფართოვდებიან სპონტანურად ადამიანური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მთავრობები არ ჩაერევიან ამ ეკონომიკურ პროცესში. სმიტის მიხედვით ეკონომიკური ბაზარი არის პროგრესის, თანამშრომლობის და კეთილდღეობის ძირითადი წყარო. ამის საპირისპიროდ, მათ სწამთ, რომ პოლიტიკური ჩარევა და სახელმწიფოებრივი რეგულაციები არის არაეკონომიკური, რეტროგრაციული და შეიძლება კონფლიქტამდეც მიგვიყვანოს. გილპინი ეკონომიკურ ლიბერალიზმს უწოდებს იმ პრინციპების ერთობლიობას, რომლებიც ემსახურებიან ეკონომიკური ზრდის და ინდივიდუალური კეთილდღეობის ორგანიზაციას და მენეჯმენტს. ეს მიმდინარეობა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ თუ მივუშვებთ, საბაზრო ეკონომიკა თავისივე წესების მიხედვით, სპონტანურად განვითარდება. მერკანტილისტებისგან განსხვავებით, ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები ცენტრალურ აქტორებად აღიარებენ ინდივიდებს, რომლებიც არიან მომხმარებლები, ან მიმწოდებლები. შესაბამიად, ეკონომიკური გაცვლები ბაზრის გამოყენებით არის დადებით ჯამოვანი, ნულოვან ჯამოვანის საპირისპიროდ, რომლის შედეგად ყველა იგებს უფრო მეტს ვიდრე გასცემს, მზარდი ეფექტურობის წყალობით. მიუხედავად ზემოთმოყვანილი არგუემტნებისა, ეკონომიკური ლიბერალიზმის შიგნით არსებობს დებატები იმის შესახებ, თუ რა ხარისხის ჩარევა არის დასაშვები მთავრობის მხრიდან. ადრეული ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები როგორც ვიცით „laissez-faire“ პოლიტიკას ემხრობოდნენ. ეს პოლიტიკა ითვალისწინებდა ეკონომიკური საქმიანობების სრულ სითავისუფლეს ყველანაირი პოლიტიკური შეზღუდვების და რეგულაციებისგან. თუმცა, იგი ასევე ითვალისწინებდა მთავრობების მიერ მინიმალური პირობების შექმნას, თუნდაც იურიდიული ჩარჩოების ჩამოყალიბებას, რომელშიც ბაზარმა უნდა იფუნქციონიროს. ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები ასევე თავიდანვე აღიარებდნენ იმ ფაქტს, რომ ბაზარი ყოველთვის ვერ იმოქმედებს ეფექტურად და ყველასთვის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევებს ბაზრის ჩავარდნა ეწოდება და ამის თავიდან ასაცილებლად პოლიტიკური რეგულაციები, ან შეზღუდვებია საჭირო. ჯონ სტუარტ მილი თავისი მრწამსით ასევე ლეიზეზ ფეარის მიმდევარი იყო, მაგრამ ამავდროულად აკრიტიკებდა მზარდ ქონებრივ უთანასწორობას და მოუწოდებდა სახელმწიფოს მიერ შეზღუდული როლის თამაშს ცალკეულ სფეროებში სიტუაციის გამოსაწორებლად, მაგალითად განათლებასა და სიღარიბის დაძლევის სფეროში. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ეკონომისტი, ჯონ მეინარდ კეინსი განავრცობს მილის მოსაზრებას და ემხრობა ეკონომიკური პროცესების სახელმწიფოს მიერ „ჭკვიანურად“ მართვას. კეინსის იდეებმა დასაბამი დაუდო რეფორმირებულ ლიბერალურ თეორიას, რომელიც ძველებურად საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება, მაგრამ ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ჩარევის და ეკონომიკისთვის მიმართულების მიცემის გზებს.
Source: აკობია ეკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ეკა აკობია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 100გვ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. - ISBN 99940-872-6-6 : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Полезное


Смотреть что такое "ეკონომიკური ლიბერალიზმი" в других словарях:

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • მიზესი ფონ ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ (1881-1973) — კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ ბავერკის მიმდევარი, „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში. დაბადებით ავსტრიის იმპერიის… …   Georgian encyclopedia

  • რიოპკე ვილჰელმ (1899-1966) — თვალსაჩინო გერმანელი ეკონომისტი, რომლის წევრობასაც ერთმანეთს ეცილებიან ე.წ. „ავსტრიული“, „ორდო ლიბერალური“ და „ნეო ლიბერალური“ ეკონომიკური სკოლები. მან სამეცნიერო კარიერა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაში კოლექტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლას …   Georgian encyclopedia

  • ბასტია კლოდ ფრედერიკ (1801-1850) — ფრანგი ეკონომისტი, ჟურნალისტი და კანონმდებელი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფრედერიკ ბასტია მხარს უჭერდა კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ხელისუფლების შეზღუდვას. მისი შრომები „ეკონომიკური სოფიზმები“, „ეკონომიკური ჰარმონიები“, „კაპიტალი… …   Georgian encyclopedia

  • მიზესი ლუდვიგ ჰენრიხ ელდარ ფონ (1881-1973) — კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ ბავერკის მიმდევარი „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში. დაბადებით ავსტრიის იმპერიის მოქალაქეს …   Georgian encyclopedia

  • როტბარდი მარი ნ. (1926-1995) — მარი როტბარდის მოღვაწეობამ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოძღვრება ახალ საფეხურზე აიყვანა და საზოგადოებაში მისი პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. თავისი 45 წლიანი მუშაობის პერიოდში როტბერდმა მოახერხა გამოექვეყნებინა 25 წიგნი და ასობით… …   Georgian encyclopedia

  • ანტიგლობალიზაციური მოძრაობა — გლობალიზაციის უარყოფითი შედეგებით შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორები აწყობენ მსოფლიო მოძრაობას რათა დაამკვიდრონ როგორც თავად უწოდებენ გლობალიზაციის ჰუმანიზაცია. ეს საერთაშორისო მოძრაობის საზოგადოება, რომელსაც „ანტი… …   Georgian encyclopedia

  • მილი ჯონ სტიუარტ (1806-1875) — ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ,,აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის“ ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი (1865 1868), ჯონ სტიუარტ მილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მამამ ჯეიმს მილმა და ჯერემი ბენთამმა, რომლებიც უტილიტარისტული ფილოსოფიის… …   Georgian encyclopedia

  • როქველი ლეველ — ლეველინ როქველი თანამედროვე „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ ამერიკული ფრთის ერთ ერთი ლიდერი, ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, აქტიური ჟურნალისტი და შედეგიანი ორგანიზატორია. იგი, ალაბამას შტატში, ოუბურნში განლაგებული მიზეზის სახელობის ინსტიტუტის… …   Georgian encyclopedia

  • რეიგანომიკა — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანმა 1980 1988 წლებში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური გარდაქმნები წამოიწყო, (რისი ძირითადი კომპონენტი იყო, 1981 წლის აგვისტოში კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადასახადების საერთო დონის 30%… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»